
კომპანია ტენტორიუმს გააჩნია თავისი საფუტკრეები. თაფლის მოპოვება ძირითადად შემდეგი საფუტკრეებიდან ხდება.
ტენტორიუმი ცდილობს უძველესი მეფუტკრეობის ტრადიციების აღორძინებას. ამიტომაც საფუტკრეებში ტრადიციული სკების მაგივრად ბორტები აქვთ გამოყენებული.
ბორტი ნიშნავს ხის ფუღუროს, სადაც ველური ფუტკრები ცხოვრობენ. ბორტის თაფლი სკის თაფლისგან იმით განსხვავდება, რომ სრულყოფილად ასწრებს დამწიფებას, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შემოდგომისას იღებენ. ბორტის ფიჭები არ იდება თაფლსაწურში, მას პრესავენ, ამიტომაც იგი შეიცავს ფუტკრის თითქმის ყველა პროდუქტს: ყვავილის მტვერს, ჭეოს, ცვილს.
ბორტებში ფუტკრების ცხოვრება მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ პირობებს. ველური ფუტკრები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე სკის ფუტკრები, თაფლის მოსაპოვებლად ისინი წვიმიან ამინდშიც კი გადიან. 1,5 საათით დიდხანს მუშაობენ. ბორტის თაფლი შედარებით უფრო ძვირია, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილებია სადაც მსგავსი ბორტებია. „ტენტორიუმის“ საფუტკრეებში გამოყენებულია ე.წ. კოლოდები. კოლოდა -იგივე ბორტია, ოღონდ არა მთლიან ხეზე, არამედ გადაჭრილზე. კოლოდებშიც ფუტკარი ზუსტად ისევე ცხოვრობს და თაფლსაც ისევე მოიპოვებს, როგორც ბორტში. ამიტომ „ტენტორიუმის“ საფუტკრეების თაფლი ერთ-ერთი უძვირფასესია ევროპაში.